|
საქმიანობის მიზანი
კაცობრიობას ძალუძს მდგრადი გახადოს საკუთარი განვითარება და უზრუნველყოს თანამედროვეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება მომავალი თაობებისათვის მსგავსი შესაძლებლობების წართმევის გარეშე. დღეს კაცობრიობის გადარჩენის ეს იდეა მდგრადი განვითარების კულტურასთან ადაპტაციის არასრულფასოვანი სისტემის გამო საფრთხეშია.
ამიტომ, ამ ფონდის საქმიანობის მიზანი, მოკლე და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებითა და ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, არის:
- ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამოვლენა და პარტნიორთა გუნდის შექმნა;
- გლობალიზაციის ახალი პრინციპების დამკვიდრებაში პატარა სახელმწიფოების და მცირე ერების როლის, ენებისა და ეთნოკულტურათა უნიკალობის წარმოჩენა, შენარჩუნება და განვითარებისათვის ხელისშეწყობა;
- მდგრადი განვითარების სტრატეგიის სრულფასოვანი რეალიზაციისათვის ნოვატორული მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა;
- სამოქალაქო ინიციატივების, პროექტებისა და პროგრამების მხარდაჭერა განახლებადი ენერგეტიკის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ეთნოკულტურის, მეცნიერების, განათლების განვითარებისა და ინოვაციათა რეალიზაციის სფეროში;
- რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მკვიდრი მოსახლეობისათვის უსაფრთხო მოდელების აპრობაციის ხელისშეწყობა.
- ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სფეროების ბალანსირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
- ახალგაზრდებთან მუშაობის წახალისება და ამ მიზნით სამეცნიერო-გამოყენებითი ცენტრების (ტექნოპარკების) შექმნისათვის ხელისშეწყობა;
- საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, რომელიც მიმართული იქნება ხანგრძლივი მშვიდობის, ადამიანთა უფლების, თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის დაცვისაკენ.
|