ფონდი

გელათი 2011

შემოგვიერთდით
უთხარი არა ინფორმაციულ ომს!!!


Ulti Clocks content
მდგრადი განვითარების ფონდის მნიშვნელობაზე საუბრობს ფონდის დირექტორი მარიამ ცაცანაშვილი ბეჭდვა ელფოსტა

ქეთევან ჰაგერი:

რა იდეოლოგიას ეფუძნება ფონდის მუშაობა?

მარიამ ცაცანაშვილი:

mariam_tsatsanashviliმდგრადი განვითარების იდეას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მისი დანერგვის აუცილებლობა უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს.

„კაცობრიობას ძალუძს მდგრადი გახადოს საკუთარი განვითარება და უზრუნველყოს თანამედროვეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება  მომავალი თაობებისათვის მსგავსი შესაძლებლობების წართმევის გარეშე“ -  1987 წელს  გაეროს გარემოს დაცვის მსოფლიო კომისიის  თავმჯდომარის გ.ხ. ბრუნტლანდის ამ სიტყვებით ჩაეყარა საფუძველი მდგრადი განვითარების იდეას. 1992 წელს შეიქმნა, მშვიდობის პრინციპების მორალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი, რომელსაც მაშინ მსოფლიოს 179 ქვეყანამ მოაწერა ხელი. შემდეგ იყო 1994 წლის ოლბორგის ქარტია ევროპის ქალაქები მდგრადი განვითარებისათვის და სხვა. თუმცა ფაქტია, რომ დღეს კაცობრიობის გადარჩენის ეს იდეა საფრთხეშია. ამის მიზეზი ისაა, რომ  მდგრადი განვითარების რეალობასთან ადაპტაციის სისტემა არასრულფასოვანია, ე.ი. მდგრადი განვითარების კულტურა დღემდე ვერ დაინერგა.  შეადარეთ ერთმანეთს ცალკეული სახელმწიფოების კულტურული მახასიათებლის განვითარება და სამხედრო შესაძლებლობები - ერთის მხრივ,  საერთო ეკონომიკურ განვითარებაში ეროვნულ თავისებურებები და გეოპოლიტიკურ ინტერესები – მეორეს მხრივ, და ნათელი გახდება, რომ მსოფლიო გადარჩენის იდეა ახალი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და მდგრადი განვითარების კულტურის სწრაფ დანერგვაშია.

ქეთევან ჰაგერი:

ეს ფონდი საქართველოში შეიქმნა. მიზნები საკმაოდ გლობალური და ფართომასშტაბიანია. როგორ უნდა დააჯეროს ამ პატარა სახელმწიფომ საერთაშორისო საზოგადოება და ცალკეული ინდივიდები, რომ  კაცობრიობის პასუხისმგებლობა 21-ე საუკუნის სირთულეების დასაძლევად მდგრადი განვითარების ახალი პრინციპების დამკვიდრებაა?

მარიამ ცაცანაშვილი:

ფონდი იზრუნებს ადგილობრივი რესურსების მობილიზაციითა და საერთაშორისო მხარდაჭერით შექმნას  პარტნიორთა გუნდი მშვიდობიანი მსოფლიოსათვის; ფონდის რეპუტაცია ეთიკურ ნორმებსა და საქმიანობის ყველა ასპექტების სრულ გამჭვირვალობას დაეფუძნება. მიზანმიმართული ვიქნებით პროექტების პრაქტიკულ შედეგებზე., რომლებიც გლობალურ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ფაქტორებთან ერთად ხელს შეუწყობენ მცირე ერების როლის, ენებისა და ეთნოკულტურათა უნიკალობის წარმოჩენას, შენარჩუნებასა და განვითარებას; სოციალური სამართლიანობის ბალანსირების ეს პრინციპი ფონდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება მდგრადი განვითარებისათვის.

ქეთევან ჰაგერი:

ფონდის საქმიანობის მიზნებში განახლებადი ენერგეტიკა ხაზგასმითაა მოხსენიებული. რა გამოცდილებაა ამ თვალსაზრისით რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში?

მარიამ ცაცანაშვილი:

განახლებადი ენერგეტიკის საკითხებზე საქართველოში საკმაოდ საინტერესო მეცნიერული კვლევები არსებობს.  ამ საკითხებზე მთელი ინსტიტუტები და გამოცდილი კოლექტივები მუშაობდნენ. მათი კვლევების  პრაქტიკული რეალიზაცია სამწუხაროდ „დიდ პოლიტიკას“ ემსხვერპლა. ვფიქრობთ, საქართველო და მთლიანად კავკასია საკმაოდ საინტერესო და შესაფერისი რეგიონია მდგრადი განვითარების მოდელების აპრობაციისა და ექსპერიმენტებისათვის. საკმაოდ შთამბეჭდავია 2009 წლის იანვარში ირენას- ს დამფუძნებელი კონფერენცია, რომელსაც 140-ზე მეტმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, კონფერენციის მიზანია საერთაშორისო სააგენტოს შექმნა, რომელიც მსოფლიოში განახლებადი ენერგეტიკის ათვისებისა და სწრაფი განვითარების მხარდაჭერით ხელს შეუწყობს  ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და მსოფლიოს მდგრად განვითარებას.