ფონდი

გელათი 2011

შემოგვიერთდით
უთხარი არა ინფორმაციულ ომს!!!


Ulti Clocks content
მდგრადი განვითარების ფონდი
მდგრადი განვითარების ფონდი აგრძელებს თავისი პროგრამების რეალიზებას ბეჭდვა ელფოსტა

ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად მიჩნეულია ალტერნატიული ენერგეტიკის პრობლემა. „სუფთა“ ენერგეტიკის განვითარებისათვის აუცილებელი პრობლემების გადაწყვეტა ხელს შეუწყობს დიდი ქალაქების საჰაერო აუზების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან დაკავშირებით არჩეულ იქნა პროექტი, რომელიც გულისხმობს მზის ენერგიის გამოყენებით წყალბადის მიღებას წყლიდან.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს მდინარეების, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო მდინარეების აუზების სისუფთავე. ფონდის მოღვაწეობის ამ სფეროში არჩეულია პროექტი, რომლის მიხედვით შესრულდება ტრანსსასაზღვრო მდინარეების წყლების დაბინძურების ხარისხის დადგენა.

 
ახალ ინიციატივაზე საუბრობს საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ბეჭდვა ელფოსტა

ქეთევან ჰაგერი:

ბატონო ედუარდ, თქვენ, ჩვენი დროის ერთ-ერთ მტკიცე და გამოცდილ პოლიტიკოსად მიგიჩნევენ. ხშირად გიწევდათ პოლიტიკური არენის დატოვება და შემდეგ დაბრუნება.  თქვენი აზრით, რამდენად საჭირო და  მნიშვნელოვანია ამგვარი ფონდის არსებობა საქართველოში გლობალიზაციის პირობებში?

ედუარდ შევარდნაძე:

ედუარდ შევარდნაძედღევანდელი მსოფლიო ახალი ფასეულობების მოძიებისა და დამკვიდრების პროცესშია. ტერმინი „გლობალიზაცია“ გამოხატავს ამ ახალი პრინციპების ერთობლიობას და კაცობრიობისაგან გამოწვევებზე შესაბამისი ტიპის ცნობიერებით პასუხს მოითხოვს. როგორი პასუხიც გვექნება ამ მოთხოვნებზე, ისეთი იქნება ჩვენი ადგილი მომავალი მსოფლიოს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ყოველგვარი მცდელობა თავი ავარიდოთ გლობალიზაციის პრინციპებს იმ საბაბით, რომ ვეწინააღმდეგებით ამ იდეას პროტესტის ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით (მაგალითად ეროვნული ნიშნით) განწირულია დამარცხებისათვის. გლობალიზაცია უალტერნატივო ხასიათისაა. ის არ სვამს კითხვებს. გლობალიზაცია შემოდის ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, ყოველი ერის არსებობაში და გვიტოვებს ერთადერთ გზას საკუთარი ეგზისტენციისა და მეობის გამოსახატავად -  მოვერგოთ ამ უნივერსალურ პრინციპს, თუ გვსურს თავის გადარჩენა.

დაწვრილებით...
 
მდგრადი განვითარების ფონდის მნიშვნელობაზე საუბრობს ფონდის დირექტორი მარიამ ცაცანაშვილი ბეჭდვა ელფოსტა

ქეთევან ჰაგერი:

რა იდეოლოგიას ეფუძნება ფონდის მუშაობა?

მარიამ ცაცანაშვილი:

mariam_tsatsanashviliმდგრადი განვითარების იდეას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მისი დანერგვის აუცილებლობა უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს.

„კაცობრიობას ძალუძს მდგრადი გახადოს საკუთარი განვითარება და უზრუნველყოს თანამედროვეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება  მომავალი თაობებისათვის მსგავსი შესაძლებლობების წართმევის გარეშე“ -  1987 წელს  გაეროს გარემოს დაცვის მსოფლიო კომისიის  თავმჯდომარის გ.ხ. ბრუნტლანდის ამ სიტყვებით ჩაეყარა საფუძველი მდგრადი განვითარების იდეას. 1992 წელს შეიქმნა, მშვიდობის პრინციპების მორალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი, რომელსაც მაშინ მსოფლიოს 179 ქვეყანამ მოაწერა ხელი. შემდეგ იყო 1994 წლის ოლბორგის ქარტია ევროპის ქალაქები მდგრადი განვითარებისათვის და სხვა. თუმცა ფაქტია, რომ დღეს კაცობრიობის გადარჩენის ეს იდეა საფრთხეშია. ამის მიზეზი ისაა, რომ  მდგრადი განვითარების რეალობასთან ადაპტაციის სისტემა არასრულფასოვანია, ე.ი. მდგრადი განვითარების კულტურა დღემდე ვერ დაინერგა.  შეადარეთ ერთმანეთს ცალკეული სახელმწიფოების კულტურული მახასიათებლის განვითარება და სამხედრო შესაძლებლობები - ერთის მხრივ,  საერთო ეკონომიკურ განვითარებაში ეროვნულ თავისებურებები და გეოპოლიტიკურ ინტერესები – მეორეს მხრივ, და ნათელი გახდება, რომ მსოფლიო გადარჩენის იდეა ახალი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და მდგრადი განვითარების კულტურის სწრაფ დანერგვაშია.

დაწვრილებით...
 
დისკუსია: განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში ბეჭდვა ელფოსტა
მდგრადი განვითარების ფონდი - მდგრადი განვითარების ფონდი
პარასკევი, 04 ივნისი 2010

m_discussჟურნალ „ინფორმაცია და საზოგადოების“ რედაქციის ინციატივით ჩატარდა დისკუსია თემაზე: განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. დისკუსიის მიზანია გამოავლინოს საქართველოს სამეცნიერო-პრაქტიკული შესაძლებლობები და ჩაერთოს მსოფლიო პროცასში იდეით: „საქართველო სუფთა ენერგეტიკით“.

დაწვრილებით...
 
მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი ბეჭდვა ელფოსტა
საქმიანობის მიზანი
კაცობრიობას ძალუძს მდგრადი გახადოს საკუთარი განვითარება და უზრუნველყოს თანამედროვეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება  მომავალი თაობებისათვის მსგავსი შესაძლებლობების წართმევის გარეშე. დღეს კაცობრიობის გადარჩენის ეს იდეა მდგრადი განვითარების კულტურასთან ადაპტაციის არასრულფასოვანი სისტემის გამო საფრთხეშია.

ამიტომ, ამ ფონდის  საქმიანობის მიზანი, მოკლე და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებითა და ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, არის:
  • ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამოვლენა და პარტნიორთა გუნდის შექმნა;
  • გლობალიზაციის ახალი პრინციპების დამკვიდრებაში პატარა სახელმწიფოების და მცირე ერების როლის, ენებისა და ეთნოკულტურათა უნიკალობის წარმოჩენა, შენარჩუნება და განვითარებისათვის ხელისშეწყობა;
  • მდგრადი განვითარების სტრატეგიის სრულფასოვანი რეალიზაციისათვის ნოვატორული მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო ინიციატივების, პროექტებისა და პროგრამების მხარდაჭერა განახლებადი ენერგეტიკის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ეთნოკულტურის, მეცნიერების, განათლების განვითარებისა და ინოვაციათა რეალიზაციის სფეროში;
  • რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მკვიდრი მოსახლეობისათვის უსაფრთხო მოდელების აპრობაციის ხელისშეწყობა.
  • ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სფეროების ბალანსირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
  • ახალგაზრდებთან მუშაობის წახალისება და ამ მიზნით სამეცნიერო-გამოყენებითი ცენტრების (ტექნოპარკების) შექმნისათვის ხელისშეწყობა;
  • საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, რომელიც მიმართული იქნება ხანგრძლივი მშვიდობის, ადამიანთა უფლების, თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის დაცვისაკენ.
 
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>

გვერდი 1 - 2