|
საბავშვო გაზეთი „ციცინათელა“ აწყობს აქციას: „ბავშვები ინფორმაციული ომის წინააღმდეგ“. აქციის მიზანია აჩვენოს მსოფლიოს ინფორმაციული ომის პირობებში მოზარდთა ზნეობრივ-პატრიოტული გრძნობები. მათი თანადგომა ადამიანთა შიშის “ინფორმაციული ინექციებით” გამოწვეული სევდის გამო. ნათელი ფერებითა და ხალისიანი სიუჟეტებით უთხრან უფროსებს: არ გამოიყენონ კიბერბომბები და ძალადობა არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ.
გაზეთი „ციცინათელა“ და გელათის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს საბავშვო ნახატების კონკურსს „არ მინდა ვიყო ომის მსხვერპლი“.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ 14 წლამდე ასაკის მოზარდები. აუცილებელია ნახატის ფოტოს თან ახლდეს ავტორის სახელი, გვარი (სკოლისა და კლასის მითითებით), ნახატის სახელწოდება. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: ჩვენს საიტზე განთავსდებული ნახატებიდან შეირჩევა 10 ნამუშევარი. შერჩევა ჩატარდება 2010 წლის იანვრამდე. გამარჯვებული გამოვლინდება თქვენი შეფასებების მიხედვით. გთხოვთ, მოგვწერეთ საიტზე განთავსებული ნახატებიდან რომელი იმსახურებს 5 ქულას. 2010 წლის 20-25 იანვარს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მოეწყობა გამარჯვებული ნახატების გამოფენა. გამარჯვებული დაჯილდოვდება „გელათი- 2010-ის“ მედლით.
გთხოვთ თქვენი წინადადებები მიაწოდოთ პროექტის კოორდინატორს აკაკი ბრეგაძეს (
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
).
|