ეკოლოგიის პრობლემები ბეჭდვა ელფოსტა
ჟურნალი - მდგრადი განვითარება

123

რედაქტორები:
რამაზ ხუროძე
მარატ ციცქიშვილი

პირველი ტომი, „ეკოლოგიური პრობლემებისა“ გამოიცა 10 წლის წინათ. ამ დროის განმავლობაში დიდი ცვლილებები მოხდა სამყაროში, როგორც სულიერ, ასევე მატერიალურ სივრცეში. ამ ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა სულიერისა და მატერიალურის უწყვეტი კავშირი: რაც უფრო ღრმა სოციო–ეკონომიკური გამიჯვნები ხდება პოსტსაბჭოურ სივრცეში,მით უფრო ღრმა ურთიერთკავშირები იკვეთება ერთიან საარსებო გარემოში,იდენტური ეკოლოგიური პრობლემების ფონზე.

თანამედროვე ეკოლოგია სულ უფრო შორს სცილდება თავის ბიოლოგიურ დედას,სულ უფრო ამტკიცებს თავის პრიორიტებებს სოციო–პოლიტიკურ სფეროში. ყურადღებიანი მკითხველი კარგად ხედავს მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრების აქცენტები, როგორ მერყეობენ ეთნოკონფლიქტების ანტაგონიზმიდან თანაარსებობის ეკოლოგიიზმამდე.

უკვე გამოცემულია კრებულის 4 ნაწილი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ადგილი ეთმობა მდგრადი განვითარების მეცნიერულ პრობლემებს.