|
ჟურნალი -
მეცნიერება
|
|
უძველესი შემონახული წერილობითი ცნობა ქართლის ქრისტინობაზე მოქცევის შესახებ მოგვეპოვება რომაელი ავტორის ტირანიუს რუფინის „ეკლესიის ისტორიის“ მე–10 წიგნში, ანუ ევსევი კესარიელის ამავე სახელწოდების დღესდღეობით დაკარგული ნაშრომის გაგრძე–ლებაში. 402 წელს აკვილეის (იტალია) არქიეპისკოპოსის ხრომატიუსის (388–407) წინადადე–ბით რუფინი შეუდგა ამ ნაშრომის ლათინურ თარგმანს. თვით რუფინის სიტყვებით, „ფრიად ნასწავლი კაცის ევსევი კესარიელის ეს ნაშრომი ბერძნულ ენაზე იყო შესრულებული... რადგანაც მისი მე–10 წიგნი ძალიან მცირე ისტორიას შეიცავდა, ჩვენ ამოვაგდეთ ის, რაც ზედმეტად მიგვაჩნია, და ისტორია, რომელიც იყო მასში, მე–9 წიგნს შევუერთეთ. მე–10 და მე–11 წიგნები კი ჩვენ შევადგინეთ იმის საფუძველზე, რაც წინამდებარე (ევსევის – კ.ლ.) ნაშრომიდან გამომდინარეობდა, ნაწილობრივად კი იმის მიხედვით, რაც ჩვენ გვახსოვდა. ჩვენი ორი მოკლე წიგნი კონსტანტინე დიდისაგან იმპერატორ თეოდოსის სიკვდილამდე პერიოდს მოიცავს„ (Rufunus 1979, Introduction: X).
|
|
დაწვრილებით...
|