| საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოკლე ისტორია |
|
კავკასიაში, შავსა და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა – საქართველო. ამავე დროს საქართველო – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველზე ძველი ქრისტიანული სახელმწიფოა. მოციქულების პერიოდში თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო არსებობდა: აღმოსავლურრ-ქართული, ქართლი (ბერძნულად იბერია), და დასავლურ-ქართული, ეგრისი (ბერძნულად კოლხიდა). მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, იქადაგა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში, ანდრია პირველწოდებულის გარდა, ქრისტეს სწავლებანი იქადაგა სვიმონ კანანელმა, რომელიც იქვე, ახალ ათონშია დაკრძალული. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ქრისტიანობის გავრცელება და ეკელსიის არსებობა IV სუკუნის პირველ ნახევარში უდავოა, ამას ადასტურებს პიტიუნტის ეპისკოპოსის, სტრატოფილეს, მონაწილეობა ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ქრისტიანობის მიღების შემდეგ (მანამდეც), ქართველ ხალხს, საუკუნეების განმავლობაში უხდებოდა ბრძოლა სხვადასხვა გარე დამპყრობლების წინააღმდეგ. სპარსელები და არაბები, თურქ-სელჯუკები, ხორეზმელები, მონღოლები, თურქ-ოსმალები, ქვეყნის დაპყრობასთან ერთად, ცდილობდნენ გაუნადგურებინათ ქრისტიანული რელიგიაც. ქართველმა ხალხმა მძიმე ბრძოლაში, მოახერხა შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობაც და ქრისტიანული რელიგიაც. საუკუნეების განმავლობაში, ბრძოლა სახელმწიფოებრიობისათვის გადაიქცა ბრძოლად მართლამდიდებლობისათვის. ქრისტიანული რწმენის დასაცავად მრავალი უბრალო ხალხი და სასულიერო პირი აღესრულა მოწამეობრივად. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანთა რიცხვში არიან არამარტო უბრალო ხალხი, არამედ მმართველებიც, რომლებმაც თავიანთი პატრიოტიზმით, გმირობით და ქრისტიანობისათვის თავგანწირვით მოგვცეს მაგალითი. წამება დავით და კონსტანტინე მხეიძეების (VIII ს.), არჩილ მეფის (VIII ს.), მონღოლების მიერ მოკლული მეფე დემეტრე II (XII ს.), ირანელების მიერ მოკლული მეფე ლუარსაბ II(XVII ს.) და ირანელების მიერ წამებით მოკლული დედოფალი ქეთევანი (XVII ს.) XI საუკუნიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის მმართველი ატარებს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს. XII საუკუნეში, საქართველოს ერთ-ერთმა უძლიერესმა მეფემ, დავით IV დააარსა გელათის მონასტერი( ქ. ქუთაისთან ახლოს), და აგრეთვე აკადემია, რომელიც მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში აღიარებულ იქნა უდიდეს სამეცნიერო და ღვთისმსახურების სკოლად. ამავე პერიოდში, ფუნქციონირებდა მეორე ცნობილი აკადემია – იყალთოში. დავით IV-სთან არის აგრეთვე დაკავშირებული 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელზეც განხილულ იქნა ქვეყნისა და ეკლესიის უმნიშვნელოვანესი საკითხები. MV საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც დაწერილ იქნა ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები წმ. ნინოს ცხოვრების შესახებ, შუშანიკის წამება, ქართველმა ერმა შექმნა უნიკალური ლიტერატურა. აგრეთვე ყურადღებას იმსახურებს ქრისტიანული ხელოვნებაც. საუკუნეების განმავლოაში, ხალხურ ტრადიციებზე დაყრდნობით, განვითარება ჰპოვა სამოქალაქო და სატაძრო არქიტექტურამ, რომელთაგან ბევრი, მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებად არის აღიარებული. სატაძრო არქიტექტურასთან ერთად, ბრწყინვალე განვითარება ჰპოვა მონუმენტურმა ფერწერამ – ფრესკა, მოზაიკა. მთლიანობაში, ბიზანტიურ ფერწერასთან ერთად, თავისი ადგილი დაიკავა ქართულმა ფრესკამ. ქართველები ეკლესია-მონასტრებს აშენებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ პალესტინაში, სირიაში, კვიპროსზე, ბულგარეთში. განსაკუთრებით გამოყოფის ღირსია, ჯვრის მონასტერი იერუსალიმში (დღეს იერუსალიმის პატრიარქის იურისდიქციაშია) წმ. იაკობის მონასტერი (სომხეთის ეკლესიის იურისდიქციაში) ივერიის ათონთა მონასტერი(ამ მონასტერთან დაკავშირებულია ისტორია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან დაკავშირებით), პეტრიწონი ბულგარეთში. 1917 წლის მარტში, საქართველოს უძველეს დედაქალაქში, მცხეთაში, გამოცხადებულ იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. რუსეთის ეკლესიამ თავიდან არ აღიარა ავტოკეფალიის აღდგენა, რასაც მოყვა ორ ეკლესიას შორის სამლოცველო განხეთქილება. ურთიერთობა აღდგენილ იქნა 1943 წ. პატრიარქის სერგეის(სტრატოგირსკი) და კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) დროს. 1990 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, აღიარა მსოფლიოს (კონსტანტინეპოლის) პატრიარქმა. 1977 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II. 2002 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი ხრისტოპულო, რომელმაც ჩამოიტანა, უდიდესი სიწმინდე – ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა. ელადის ეკლესიის მმართველმა განაცხადა რომ საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობა სათავეს იღებს ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ ხანაში, ურთიერთობის ფესვები იკარგება “მითების ეპოქაში”. მან აგრეთვე აღნიშნა მართლმადიდებლური ეკლესიის როლი, თურქეთის უღლისგან საბერძნეთის გათავისუფლებაში. 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ხელი მოაწერეს საკონსტიტუციო შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის. Kკონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულ იქნა წმინდა სინოდის კრებაზე და რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. Eედუარდ შევარდნაძის აზრით, “ამ დოკუმენტმა უნდა ითამაშოს ისტორიული როლი დამოუკიდებელი ქვეყნის აღმშენებლობაში” და ხელი უნდა შეუწყოს, ერის გაერთიანებას ერთ მუჭში, ქვეყნის წინ მდგომი საკითხების გადასაწყვეტად. ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გულისხმობს, პირველ რიგში, თანამშრომლობას, დამყარებულს ურთიერთპატივისცემაზე და ერთმანეთის საქმიანობაში ჩაურევლობას”. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ხელშეკრულებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის უწოდა ისტორიული და გამოთქვა სურვილი, რომ ის “გახდება ნიმუში სხვა ქვეყნებისათვის”. 2003 წლის 1 დან 4 ივნისამდე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, ალექსი II-ს მოწვევით მოსკოვში იმყოფებოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია. იყო გამოთქმული საერთო აზრი, ერთმორწმუნე ერების, საქართველოსა და რუსეთის, სულიერი ძმობა შეადგენს იმ ურყევ საძირკველს, რომლის მეშვეობითაც უნდა მიმდინარეობდეს ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის. მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა მომავალი ნაბიჯების შესახებ, რიმელიც მიმართულია, ორი ეკლესიის უფრო ახლო ურთიერთობაზე. 2003 წლის სექტემბერში საქართველოს ესტუმრა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეო I. Mმისი ვიზიტი დაკავშირებული იყო შუასაუკუნეების ქართული მარგალიტის – ბაგრატის ტაძრის აშენებიდან, 1000 წლის იუბილესთან. 2004 წლის აპრილში, საქართველოს დედაქალაქში, მეგობრული ვიზიტით ჩამოვიდნენ აშშ-სა და კანადის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველი, მიტროპოლიტი გერმანე. იგი შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწეებმა განიხილეს ორი სახელმწიფოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ურთიერთობის საკითხები. 2004 წლის ივლისში, საქართველოს პატრიარქატს ესტუმრა მსოფლიო საეკლესიო საბჭოს დელეგაცია, გენერალური მდივნის შემცვლელის გიორგი ლემოპულოსის (კონსტანტინოპოლის პატრიარქატი) და ევროპული განყოფილების გამგე სილვიო რაულოს (ფინეთის ლუთერანული ეკლესია) მეთაურობით. მხარეებმა გამოთვეს ურთიერთთანამშრომლობის სურვილი სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში მოღვაწეობაზე, ხაზგასმულ იქნა, რომ ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გლობალიზაციისა და ინტეგრაციის თანამედროვე პროცესების ფონზე. 2005 წლის ივნისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ინიციატივით, თბილისში შეიქმნა რელიგიური ორგანიზაციების კოორდინაციული საბჭო, რომელშიც, საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები შევიდნენ. Oორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური ფონის გაუმჯობესებას საქართველოში და ახალგაზრდობის ჯანმრთელი ცხოვრების წესზე ერთობლივი ზრუნვა. საბჭოს ყველა წევრი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2005 წლის ივნისში, მთელი კავკასიის მუსულმანთა შეიხის ალაჰშუქურ ფაშაზადეს მოწვევით, შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ვიზიტი აზერბაიჯანში. Kკავკასიის მუსლიმთა მმართველობის მმართველმა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა “უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, კავკასიაში მშვიდობის შესაქმნელად”. ამაზეა საუბარი ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოეწერა 7 ივნისს, ბაქოში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კავკასიის მუსულმანთა მმართველობა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია “ფლობენ უნიკალურ გამოცდილებას რელიგიათაშორის ურთიერთობისა, რომელსაც მოაქ სასიკეთო ნაყოფი და შეუძლია დამრიგებლური მაგალითის მიცემა”. ორივე კონფესიის მმართველებმა გამოთქვეს საერთო აზრი, რომ “ერების სწრაფვა იცხოვრონ მშვიდ სამეზობლოში, არ დაშორდნენ ერთმანეთს, შეინარჩუნონ ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა – არის ერთადერთი გზა, რომელიც უფლის მიერ ნაკურთხ, მოწესრიგებული და სამართლიანი მსოფლიოს გარანტიას იძლევა,”. ფაშაზადემ და ილია II-მ გაკიცხეს ყველა მოქმედება, რომელიც “ადამიანს საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლებას ართმევს, არღვევს ტერირორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას და ორი ქვეყნის სტაბილურობას”. 2006 წელს მოსკოვში ჩატარდა მსოფლიოს რელიგიური ლიდერების სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. ფორუმზე მიღებულ იქნა საერთო ეპისტოლე, რომელშიც მთელი მსოფლიოს რელიგიურმა ლიდერებმა მოუწოდეს, გამოიყენონ რელიგია როგორც საფუძველი მშვიდობისა და ცივილიზაციათა შორის დიალოგისა, და არა როგორც კონფლიქტის წყაროდ. რელიგიურმა ლიდერებმა გაკიცხეს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ყველანაირი ფორმა, მათი რელიგიურად გამართლების მცდელობები, ასევე ფსევდორელიგიების ჯგუფებისა და მოძრაობების საქმიანობა, აღნიშნეს რა, რომ “სინამდვილეში მათთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ განათლებითა და მორალური აღზრდით”. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 14 რიცხვში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს, გორში და ნიქოზში შესასვლელად კორიდორის გაკეთება სთხოვა, რაც რუსეთის მხრიდან შესრულებულ იქნა. სწორედ პარტიარქი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც რუსების მიერ განადგურებული ქართული სოფლებიდან დაღუპული მეომრების ცხედრები გამოასვენა. 2008 წლის 9 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს. ილია მეორემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ შეხვედრის შედეგების დიდი იმედი აქვს. აგვისტოს ომის შემდეგ ეს იყო ორ ქვეყანას შორის პირველი ოფიციალური კონტაქტი. |






