|
ჟურნალი -
სამართალი
|
თამუნა ჩუმაშვილი
177-ე სკოლა
დღესდღეობით საზოგადოებრივი ურთიერთობის მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია რომ ყველა გადაწყვეტილება რომელსაც სახელმწიფო იღებს იყოს სამართლიანი, რათა მიღებული კანონები იცავდეს, როგორც თითოეულ პიროვნებას, ისე პიროვნებები იცავდნენ მათ.
სამართალი ყალიბდება ჩვენი ადამიანების შინაგან განცდებზე, რას ვთვლით სამართლიანად და რას უსამართლოდ? რა არის ზნეობრივი და რა უზნეო?
ნუთუ სამართალი მხოლოდ დამნაშავის დაპატიმრებათა და მისი სასჯელით განისაზღვრება? ნუთუ ყოველთვის ის არის დამნაშავე ვინც სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილას სისხლიანი ხელებით ხვდება? ნუთუ ყველა ციხეში უნდა წავიდეს ასაკისა და სქესის მიუხედავად, რადგან დანაშაული ჩაიდინა? ნუთუ ყველა ნარკომანი დამნაშავეა?
|
|
დაწვრილებით...
|
|
ჟურნალი -
სამართალი
|
მარიამ მუზაშვილი
177-ე სკოლა
და,როცა დილის რიჟ-რაჟზე თვალებს გაახელ მაშინვე იგრძნობ,რომ კიდევ ერთი უსამართლო დღე იწყება .. ისიც კი უსამართლოდ გეჩვენება, რომ ასე მალე გათენდა,იმიტომ რომ შენ კიდევ გეძინება.. მერე ხმები: ჩქარა ჩაიცვი.. ჩქარა დაიბანე.. ჭამეე .. წადიიიი .. დაგაგვიანდება .. მერე ქუჩაში გახვალ დაინახავ, როგორ ჩაგრავს ძლიერი სუსტს, ერთი ახალგაზრდა მეორეს დანას უყრის .. “მერე რა”, “არც პირველია და არც უკანასკნელი” იტყვი და მშვიდად განაგრძობ გზას, მაშინ კი შენთვის სამართალი მხოლოდ პოლიცია, იურისტი ,ციხე, მოსამართლე და მსჯავრდებული იქნება.
|
|
დაწვრილებით...
|
|
ჟურნალი -
სამართალი
|
ანა ყურულიშვილი
177-ე სკოლა
სამართალი! ყურში გვხვდება სიტყვა “მართალი”, “ჭეშმარიტი”. ჭეშმარიტება კი ყოველი ადამიანისთვის სხვადასხვა ცნებას წარმოადგენს.ჭეშმარიტება იცვლება დროის, გარემოებების,შეხედულებების ზეგავლენით და ამრიგად, მუდმივად ერთი და იგივე იდეის მატარებელი ვერ იქნება.
საინტერესოა, რომ სულ რაღაც ათიოდე წლის წინ გამეფებული ქურდული კანონებისა, ხალხს პოლიციის და სახელმწიფო კანონებზე მეტად სჯეროდათ. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ სამწუხაროდ სამართლიანობის დამყარების სახელმწიფო საშუალება პოლიცია, თავის საქმეში არაკომპეტენტური იყო.
|
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
|
|