კიბერ უსაფრთხოება
ინფორმაციული უსაფრთხოების ერთიანი ევროპული სისტემის ფორმირების კონცეფცია: პრობლემები და გადაწყვეტის გზები ბეჭდვა ელფოსტა
ჟურნალი - კიბერ უსაფრთხოება

111საყოველთაოდ ცნობილი მოსაზრება, რომ მასმედია საზოგადოების ”თვალსა და ყურს წარმოადგენს”, დღეს უკვე ეჭვის ქვეშ დგას.

შეუძლია კი მასმედიას, როგორც “მოდარაჯე ძაღლს” დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი? თუ იგი ცალსახადაა ჩართული მარათონში, რომ პოლიტიკურ მოთამაშეთა ერთი ნაწილი “შეშლილად” გამოაცხადოს, შემდეგ კი საკუთარი ძალადობის  გასამართლებლად ამ განაცხადის ექსტრაპოლარიზებით მთელი ნაციისაგან შექმნას მტრის ხატი ისე, რომ შედეგები არც კი გაითვალისწინოს. მეორე ნაწილი კი, როგორც  “ანგელოზები” ისე წარმიაჩინოს.

დაწვრილებით...
 
კიბერტერორიზმის პრობლემა სამართალში ბეჭდვა ელფოსტა
ჟურნალი - კიბერ უსაფრთხოება

მარიამ ცაცანაშვილი
გელათის მეცნიერებათა აკადემია
ტარიელ სიხარულიძე
ილ. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დეკემბერი, 2007

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მაგალითზე

ინტერნეტის დანერგვამ და უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების მასშტაბურმა გამოყენებამ ვირტუალურ სამყაროში რეალური ომის საფრთხე შექმნა. ინტერნეტის პირველი გამოჩენა არპანეტის სახით (ARPANET - ინტერნეტის პირველი სახელი)  1969 წლიდან იწყება, როგორც მოწინავე კვლევითი  სააგენტოების (ARPA) და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის (DOD) მიერ შექმნილი კვლევითი ქსელი. თავდაპირველად არპანეტი ელექტრონული კვანძების მეშვეობით ოთხ ამერიკულ უნივერსიტეტს ერთმანეთთან აკავშირებდა და  მეცნიერთა შორის კავშირის დამყარებას ემსახურებოდა. შემდგომ ეს ტექნოლოგია ელვისებურად გავრცელდა და განვითარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, როგორც კულტურათა დიალოგის, მეწარმეთა,  მომხმარებელთა თუ ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთობის უნიკალური საშუალება. თუმცა ამ დადებითი ეფექტის მიუხედავად, 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებმა კარდინალურად შეცვალა უსაფრთხოების ექსპერტთა აზრი ინტერნეტის გამოყენების მნიშვნელობაზე. დღეს აღარავინ დაობს, რომ უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინტერნეტი, ისევე როგორც მასზე დამყარებული სხვა სერვისები, ყველა სიკეთესთან ერთად, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ უდიდეს  საფრთხეებსაც შეიცავს. გაჩნდა კიბერტერორიზმის ცნება, რომელმაც მეცნიერებს მიანიშნა, რომ ტერორისტთა  “ტრადიციული” შეიარაღება და მეთოდები არც თუ ისე შორეულ მომავალში ანაქრონიზმად იქცევა. უმეტეს შემთხვევაში ამგვარი პროგნოზები რეალური ხდება. ტერორისტებს ელქტრონული საშუალებები შესაძლებლობებს აძლევს იმოქმედონ ანონიმურად. ამასთან, ასეთი საშუალებებით მოქმედება უფრო “იაფია” და “ტერორისტი კამიკაძეების” მისიების გამოყენება საჭირო აღარ იქნება, ანუ, ხვალინდელ ტერრორისტს კლავიატურის მეშვეობით უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე ბომბით.

დაწვრილებით...