|
ელექტრონული ჟურნალი "ინფორმაცია და საზოგადოება" სამეცნიერო ხასიათისაა. ჟურნალი გამოაქვეყნებს ისეთ კვლევებს, რომლებიც დაეხმარება ადამიანს 21-ე საუკუნის ახლი გამოწვევების გააზრებასა და ინფორმაციულ საზოგადოებასთან ადაპტაციაში.
ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ილუზია, რომ ჟურნალი საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგომ ყველა თეორიულ ან პრაქტიკულ პრობლემას მოხსნის. ამ ახალი ფორმატით მისი არსებობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს მწვავე იდეების გარშემო ოპერატიულად უზრუნველყონ სამეცნიერო დიალოგი. კავკასია გეოგრაფიული მასშტაბებით არც თუ ისე დიდი რეგიონია, მაგრამ პლანეტარული მნიშვნელობა აქვს მსოფლიო უსაფრთხოებისათვის. როგორც ა. აინშტაინი იტყოდა – მეცნიერები ჭეშმარიტების ძიებისას მეომრებთან ანგარიშვალდებულნი არ არიან. მეცნიერებაში ღირებული მოულოდნელი შედეგია.
იმეგობრეთ ჟურნალთან და თქვენს ღირსებას ნამდვილად დაამშვენებს იდეა, რომ თქვენ „უთხარით არა ინფორმაციულ ომს!“
მარიამ ცაცანაშვილი, პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ელ.ფოსტა:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
თამაზ მარსაგიშვილი, პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ელ.ფოსტა:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ქეთევან ჰაგერი, იურისტი,სამართლის მაგისტრი ელ.ფოსტა:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
სტანისლავ ბუკა (ლატვია); თეო კაპანაძე(კანადა); ინა რამსონი(საფრანგეთი); ელენე ლამიხი(გერმანია); ოლეგ შატბერაშვილი; გრიგოლ ტატიშვილი; ალექსანდრე ღონღაძე; მარინა მაჭავარიანი; მარატ ციცქიშვილი; გიორგი მახარაძე; ავთანდილ არაბული; ტარიელ სიხარულიძე.
სამეცნიერო სტატიის ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნების წესი და პირობები:
-
ჟურნალში შესაძლებელია გამოქვეყნდეს უკვე გამოქვეყნებული პუბლიკაციებიც, გამოცემის მითითებით.
-
პუბლიკაციის შინაარსი: პრობლემის დასმა და გადაწყვეტის გზები პირველადი კვლევების საფუძველზე (მაგ.: ექსპერიმენტი, გამოყენებითი ნოვაცია, სოციოლოგიური გამოკითხვა, ქართული პრესის ანალიზი, სასამართლო პრაქტიკის მასალები, საექსპედიციო ჩანაწერები და ა.შ)
-
პუბლიკაცია მიიღება ყველა დარგში, აგრეთვე დარგთაშორისი კვლევები.
-
აუცილებელია გამოსაქვეყნებელი სტატიის მასალების ჟურნალის რედაქციაში ელექტრონული ვარიანტის წარდგენა (CD, DVD, USB Flash) ან გადმოგზვნა ელექტრონულ მისამართზე
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
. სტატიის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აუცილებელია წარმოგვიდგინოთ სტატია ნაბეჭდი სახით.
-
პუბლიკაციის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 7გვერდს A4 ფორმარის ან 5500 სიტყვას და ფაილის ზომა 2 მეგაბაიტს. სტატიის ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Microsoft Word-ში.
-
პუბლიკაციას თან უნდა ახლდეს:
-
ცნობები ავტორის (თანაავტორების) შესახებ, სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა.
-
ავტორ(ებ)ის ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ზომით 800x600 პიქსელი.
-
პუბლიკაციის მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე (ქართულად, რუსულად ან ინგლისურად). რედაქცია უზრუნველყოფს მესამე ენაზე თარგმნას.
-
სტატიის გამოქვეყნება ექვემდებარება რეცენზირებას. რეცენზეტს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. რეცენზენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ პუბლიკაცია ღირებულია საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისათვის და მისი მსოფლიო სამეცნიერო ბრუნვაში ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება, როგორც პირველწყარო რეგიონულ პრობლემებზე.
|