| მეცნიერებისა და კულტურის დღეები საქართველოში |
|
|
| ღონისძიებები - გელათი 2010 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ერთად დავიცვათ შემოქმედების თავისუფლება გელათის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით იწყება ყოველწლიური ღონისძიებების ციკლი: - „მეცნიერებისა და კულტურის დღეები საქართველოში“. „ახალი მსოფლიო და ჩვენ“ გელათი 2010-ს ღონისძიებები:
ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვები.
გელათი 2010ჩვენი მიზანია მსოფლიო საზოგადოებრიობამ თანაბრად გაიზიაროს პასუხუსიმგებლობა პატარა სახელმწიფოების მიღწევების შენარჩუნებასა და გადარჩენაში. ეს პასუხისმგებლობა თითოეულის ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის ხელისშეწყობაა. გადარჩენის გზა – კულტურათა დიალოგი, მეცნიერებისა და შემოქმედების მიღწვებით თანაბარი სარგებლობაა. დროის ყველა მონაკვეთს თავისი მიზანშეწონილობა ახლავს. რთული იყო გლობალიზაციის პროცესში შესვლა, უფრო რთული იქნება სამყაროსა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. მზარდი ეკონომიკური უთანასწორობისა და პოლიტიკური კონფლიქტების პირობებში მშვიდობის გარანტია კვლევასა და შემოქმედების თავისუფლებაშია. ისეთ თავისუფლებაში, რომელიც ეთიკის ნორმებიდან მომდინარეობს. კავკასია, განსაკუთრებით საქართველო, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ბერძნულ თუ სხვა ცივილიზაციებთან, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მეტად რთული რეგიონია, ინდივიდუალური ღირებულებებითა და სხვადასხვა კულტურებისადმი ინტერესით. ამიტომ, საქართველოში ასეთი ღონისძიების ჩატარება ერთგვარი სიახლეა, რომელიც ინფორმაციულად და შემოქმედებითად დატვირთული იქნება. გელათის მეცნიერებათა აკადემია, თავის ტრადიციულ ფუნქციას იბრუნებს. ჩვენ შეგვიძლია ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმნათ გარემო სოციალური შემობრუნებისაკენ. ეს გარემო სწორედ მეცნიერებისა და კულტურის ენაზე დიალოგია, დიალოგი რაც საბოლოო ჯამში საქმიან თანამშრომლობამდე მიგვიყვანს. დიალოგი, რომლის შედეგი განათლებისა და მეცნიერების განვითარება, ინოვაციათა რეალიზებისთვის ხელის შეწყობა, კულტურათა პოპულარიზაცია, თაობათა შორის თანასწორობა და თანამშრომლობა იქნება. თუ აქამდე ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვდა, ახლა – სპონსორს ითხოვს. გაზომეთ კულტურისა და მეცნიერების მიღწევებით მოტანილი სარგებელი კაცობრიობის წინაშე და კარგად დაინახავთ შემოქმედებითი თავისუფლების მნიშვნელობას, რისი წახალისება და მხარდაჭერაც ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა. სწორედ ასეთი იდეოლოგიისა და მენტალიტეტის ადამიანების პარტნიორობა და თანამშრომლობაა საჭირო იმ დიდ სიკეთისათვის მშვიდობიანი მსოფლიოსთვის პარტნიორობა რომ ჰქვია. ერთად დავიცვათ შემოქმედების თავისუფლება და უზვრუნველყოთ ჩვენი მოვალეობა.
ჩვენს შესახებგელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია XII საუკუნეში საქართველოს მეფემ, დავით IV აღმაშენებელმა, გელათი სასულიერო და საერო მეცნიერებათა გასავითარებლად დაარსა. სახელიც სათანადო შეურჩია: გაენათი - „სამოთხის კარს” ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ეს იყო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც საქართველოს დასავლურ ცივილიზაციასთან დამაკავიშირებელი ფუნქცია ჰქონდა. აკადემიამ XVI საუკუნის დამდეგს შეწყვიტა საქმიანობა. გელათის მეცნიერებათა აკადემია დღეს 1995 წლის 25 მაისს სრულიად საქართველოს პატრიარქისა და სახელმწიფოს მეთაურის ერთობლივი დადგენილებით აღსდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია. აკადემიის ამოცანას საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობის გაზრდა და ცივილიზაციათა დიალოგში ქვეყნის ინტენსიური ჩართვა წარმოადგენს, თანამშრომლობა საერთასორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან კი ამ ამოცანის რეალიზაციის საფუძველია. ბოლო წლების განმავლობაში აკადემია კვლევებს წარმართავს სხვადასხვა მიმართულებით: ისტორია, არქეოლოგია, ენათმეცნიერება, თეოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, პოლიტოლოგია, სამართალი, ეკონომიკა, დემოგრაფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, კულტუროლოგია, კრეიციონიზმი, კონფლიქტოლოგია, მთარგმნელობითი საქმიანობა, ეკოლოგია, მედიცინა, ბიოეთიკა. აკადემია სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთად ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებას სამეცნიერო პროექტების, კონფერენციების, დისკუსიების, ფორუმების ორგანიზებით, აღიარებს დარგთაშორისი გამოყენებითი კვლევების პრიორიტეტს. მეცნიერებისა და კულტურის დღეების ორგანიზებით კი საფუძველი ეყრება ურთიერთობის გაღრმავებას მიღწევების რეალიზაციისა და პრაქტიკული გამოყენებისათვის. გელათის მეცნიერებათა აკადემიის სიახლეები 2007 წლიდან აკადემიამ სამეცნიერო კვლევების მეთოდიკის ათვისებისა და ახალგაზრდების სამეცნიერო კვლევებით დაინტერესების მიზნით დაიწყო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება დევიზით: „გლობალიზაცია და თანამედროვეობა“. შედეგი:
2008-2009 წწ კი ღონისძიებამ დევიზით: „კულტურა და ევოლუცია“ ახალგაზრდა მეცნიერებთან ერთან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც მოიცვა.
2009 წლიდან მეცნიერული კვლევების მეთოდოლოგიის შესწავლის მიზნით ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა. მისია: ოცდამეერთე საუკუნის მეცნიერების მისიაა, შემუშავდეს შემოქმედების სრულ თავისუფლებასა და სულიერებას შორის გამაერთიანებელი პლათფორმა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზოგადსაკაცობრიო ღირებულება. სწორედ ამიტომ, თაობათა შორის კავშირი კულტურათა დიალოგში ამ მისიის უზრუნველყოფის გარანტიაა. www.informsoc.org ღონისძიებათა ქრონოლოგია:2010 წლის 3 მარტიდან - 15 ივნისამდე – მსურველთა რეგისტრაცია და წინადადებების მიღება 2010 წლის 15 ივნისიდან – 15 ივლისამდე – მასალის {პროექტის, პროდუქციის) წარმოდგენა: ანოტაცია, ელექტრონული სურათები, საჩვენებელი სლაიდი (არა უმეტეს 7კადრისა) - ქართულ და ინგლისურ (ან რუსულ) ენებზე. 2010 წლის 15 ივლისიდან – 05 აგვისტომდე – საზაფხულო სკოლის დისკუსიები. 2010 წლის 25-30 სექტემბერი – მეცნიერებისა და კულტურის დღეები „გელათი 2010“-ის დახურვის ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში. დაგვიკავშირდითპროექტის მენეჯერი
საერთაშორისო ურთიერთობები
ტექნიკური უზრუნველყოფა
მიმართულებათა კოორდინატორები: 1. ახალგაზრდა მეცნიერთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია.
2. საერთაშორისო ფორუმი: კავკასიოლოგია და ლინგვისტიკა.
3. პირველი საერთაშორისო კონკუსი: „ორგანიზატორი ინოვაციათა და იდეათა სფეროში“
ახალგაზრდა არქიტექტორი – ტრადიცია და თანამედროვეობა
4. პირველი საერთაშორისო ფესტივალი: ახალგაზრდული თეატრები
შემოქმედებითი ჯგუფები
სახალხო მთქმელები
5. პირველი რეგიონული ფორუმი „ეკოკავკასია“ „ორგანიზატორი ინოვაციათა და იდეათა სფეროში“
6. გამოფენა: უახლესი სამეცნიერო წიგნები, ჟურნალები, ელექტრონული გამოცემები
ციცინათელა – საბავშვო სურათები „არ მინდა ვიყო ომის მსხვერპლი“
ტრადიციული ნაწარმი (თექა, მინანქარი, ჭედურობა და სხვა)
7. საზაფხულო სკოლა-დისკუსია: ბერძნული კულტურა, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი
ენა და მსოფლმხედველობა (თარგმანები)
გლობალიზაცია და კულტურული იდენტურობა
მე და მეცნიერება - ოლიმპიადის გამარჯვებულები: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია)
ტრადიცია და სამართალი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||








