ფონდი

გელათი 2011

შემოგვიერთდით
უთხარი არა ინფორმაციულ ომს!!!


Ulti Clocks content
გელათი ბეჭდვა ელფოსტა

     XII საუკუნეში, მანამადე არსებული საგანმანათლებლო ცენტრების ბაზაზე, საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელმა გელათის სასულიერო და საერო მეცნიერებათა გასაღრმავებლად დაარსა. მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობის განახლება და ეპოქის შესაბამისად მისი თვალსაჩინოდ დაწინაურება იყო. სახელიც სათანადო შეურჩია: გაენათი - “სამოთხის კარს” ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ეს იყო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც საქართველოს დასავლურ ცივილიზაციასთან დამაკავიშირებელი ფუნქცია ჰქონდა და ისეთივე მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს კულტურის ისტორიისათვის, როგორც მანგანის აკადემიას ბიზანტიისათვის. გელათის აკადემიაში შექმნილ ხელნაწერ წიგნებს შორის ზოგიერთს მსოფლიო მნიშვნელობა აქვს და ამჟამად ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

     აკადემიამ XVI საუკუნის დამდეგს შეწყვიტა საქმიანობა. ამ პერიოდიდან ხუთი საუკუნის განმავლობაში დაშლილი და დაქუცმაცებული საქართველო ფიზიკური განადგურების წინაშე იდგა. ქვეყანას კულტურის ისეთ მაღალ საფეხურზე, როგორიც მეცნიერების განვითარებაა, ძალები აშკარად არ ჰყოფნიდა.

     1995 წლის 25 მაისს სრულიად საქართველოს პატრიარქისა და სახელმწიფოს მეთაურის ერთობლივი დადგენილებით აღსდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია. რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო კვლევით და საგანმამათლებლო ცენტრს, რათა აღსდგეს და გაგრძელდეს წმ მეფე დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის აკადემიის ტრადიციები ჩვენ რეალობაში

     აკადემიის  ამოცანას საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობის გაზრდა და ცივილიზაციათა დიალოგში საქართველოს ინტენსიური ჩართვა წარმოადგენს, თანამშრომლობა საერთასორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან კი ამ ამოცანის რეალიზაციის საფუძველია.

     2007 წლიდან აკადემიამ სამეცნიერო კვლევების მეთოდიკის ათვისებისა და ახალგაზრდების სამეცნიერო კვლევებით დაინტერესების მიზნით დაიწყო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება.  ამ მიმართულებით აკადემია თანამშრომლობს სტუდენტურ ორგანიზაცია “კულტურული ინტეგრაციის ცენტრთან”. ღონისძიებათა სისტემა “გელათი” ყოველწლიურად მონაცვლეობს დევიზებით, რომელშიც დღევანდელი მსოფლიო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები აისახება: 2007-2008წ. - “გლობალიზაცია და თანამედროვე ეპოქა“, 2009 წ. – „კულტურა და ევოლუცია“, 2010 წ. მოგესალმებათ “თანამედროვე მსოფლიო და ჩვენ“.

     2009 წელს გელათის აკადემიის ფარგლებშივე ჩამოყალიბდა “მცირე აკადემია”, რომლის მისია XXI საუკუნის მეცნიერული კვლევების სრულ თავისუფლებასა და სულიერების, როგორც ზოგადსაკაცობრიობო ღირებულებათა შორის გამაერთიანებელი პლათპორმის შემუშავებაა.  ამიტომ თაობათა შირის კავშირი მცირე აკადემიის ფარგლებში ამ მისიის უზრუნველყოფის გარანტიაა.  გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების პრაქტიკაში დანერგვის და ექსპერიმენტების დაფინანსების  მიზნით  „იდეათა და ნოვაციათა ფონდის“ შექმნა,  და მეცნიერული კვლევების მეთოდოლოგიის შესასწავლად საზაფხულო სკოლების ამოქმედება ამ გარანტიის პირველი საფეხურებია.