|
გელათის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა დისკუსია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ (საანბანე წიგნი) კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ავთანდილ არაბული და გიორგი გოგოლაშვილი. დისკუსია მიეძღვნა 2008 წლის 17 ოქტომბერს თბილისის პირველი საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ კონფერენციას თემაზე: იაკობის „დედა ენა“ და თანამედროვე ქართული სკოლა.
ი. გოგებაშვილის “დედა ენა” ქართული კულტურის ფასეულობაა, როგორც ენის სწავლების უნიკალური მეთოდი. საანბანე ნაწილის აგების პრინციპი, წიგნის თემატური მხარე იყო საფუძველი იმისა, რომ 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე იაკობის „დედა ენის“ მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა. ქართულ სინამდვილეში კი “დედა ენა” არის ერთადერთი წიგნი, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა. იაკობ გოგებაშვილის “დედა ენაში” ჩაიდო ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელიც, მოგვიანებით, დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიაში“ ჩამოყალიბდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ვისაც მიგაჩნიათ, რომ ი.გოგებაშვილის „დედა ენა“ კულტურულ მემკვიდრეობად უნდა გამოცხადდეს, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში. თქვენი მოსაზრებები მიაწოდოთ პროექტის კოორდინატორ მაია გულედანს (
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
) |