ფონდი

გელათი 2011

შემოგვიერთდით
უთხარი არა ინფორმაციულ ომს!!!


Ulti Clocks content
სტუდენტთა აზრი აქტუალურ პრობელემბზე ბეჭდვა ელფოსტა

1

  1. რა არის თქვენთვის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და რამდენად გეხებათ ეს?
  2. შეგიძლიათ იპოვოთ რაიმე საერთო საქართველო-რუსეთსა და ისრაელ-პალესტინას ომებს შორის რომელიც მიმდინარეობს დღეს?
  3. რა შეგიძლიათ თქვათ კავკასიაში მიმდინარე კოფლიქტზე  და თქვენი მოსაზრებით აღწერეთ რამდენად შეუქმნის საფრთხეს მომავალ პოლიტიკურ პროცესებს?
  4. როგორ ფიქრობთ პოლიტიკური კუთხით დგას თუ არა თქვენი ნაციონალური ენა საფრთხის ქვეშ?

ანტონ ბოგანსკი
კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მშენებლობა და არქიტექტურა
უკრაინა 
 1
 

  1. საშინელი ინფლაციაა უკრაინაში და ამ ყველაფერზე ბანკები მოგებას პოულობენ
  2. ვერ ვხედავ საერთოს
  3. მოგეხსენებათ რომ მე ვარ რუსი, ეს არ მიშლის ხელს რომ მქონდეს კარგი ურთიერთობა შენთან, შაკო, არ ვიცი რა ხდებოდა იქ, არ ვიყავი, ინფორმაციული ომის არ მჯერა, მე მხარს ვუჭერ ყველა ხალხის მეგობრობას.
  4. უკრაინაში მიმდინარეობს მასიური აგიტაცია უკრაინული ენის სასარგებლოდ, მაგრამ არ ხდება იმის გათვალისწინება, რომ რუსული ენა არის მშობლიური უკრაინის ნახევარი მოსახლეობისთივს (მინიმუმ 23 მილიონისთვის) 

ივანა იურიჩი
ზაგრების უნივერსიტეტი
მშენებლობა და არქიტექტურა
ხორვატია
 1
 

  1. იმის გამო რომ მე სტუდენტი ვარ, ეკონომიკური კრიზისი იმდენად არ მეხება, მაგრამ რადგან ჩემი მშობლები ფარავენ ჩემს ხარჯებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ხორვატიაში ჩვენ ყოველთვის გვაქვს მცირე კრიზისები,  მდიდარი ქვეყნის ლიდერებმა პრობლემა უნდა გადაწყვიტონ გლობალურად
  2. ხორვატიაში ჩვენს შეგვიძლია მსგავსების მონახვა, რადგან მე ვსაუბრობ ქვეყანაზე რომელიც შეიქმნა ომიდან და არის საკმაოდ ახალგაზრდა ქვეყანა, ხორვატია და სერბია, აგრეთვე ბოსნია და ჰერცოგოვინა ომობდნენ. ერთ დროს ისინი იყვნენ გაერთიანებული ერთ ქვეყანაში სახელად  იუგოსლავია, ეხლა კი გვაქვს 6ქვეყანა ერთი სახელმწიფოდან.
  3. ამ შეკითხვაზე არ ვიცი რა გიპასუხო
  4. ჩვენი ენა არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ, რადგან სტანდარტულ ხორვატიულ ენაში ჩვენ ვიყენებთ ინგლისურ და გერმანულ სიტყვებს ხორვატიულის ნაცვლად, ეს პრობლემაა და არავინ საუბრობს მასზე, და თუ ვინმე გამოჩნდა ვინც ამ პრობლემაზე იფიქრებს ხალხი დიდ ყურადღებას არ მიაქცევს.

სებაი ბილი
მედიისა და ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლა
ფერჰატ აბასის უნივერსიტეტი
ალჟირი
1
 

3.  მე ვფიქრობ რომ ორივე, რუსეთი და ისრაელი, ცდილობენ გამოცადონ სამხედრო დომინირება რეგიონებში საქართველოსა და პალესტინის უდანაშაულო ხალხის განადგურებით. ეს იყო ნათელი როდესაც ამას მედია აშუქებდა თუმცა ეს ოპერაციები და მოვლენები არის ბნელით მოცული, სადაც დამკვირვებლებმა განაცხადეს ადამიანის უფლებების მრავალი საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევის შესახებ.

ისრაელი ცდილობს ღაზას მთელი მოსახლეობის დასჯას, რადგან 2000 წელს მათ აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობად ჰამასი, პალესტინის მთავრობაში. ამგვარად ეს წარმოადგენს უნიკალურ მიმართულებას იმისა რომ ტერორისტული ჯგუფი დემოკრატიულად იქნა არჩეული სხვა მსოფლიოსგან განსხვავებით, რადგანაც როგორც იცით ტერორისტები წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუ შევაფასებთ არჩევნების შედეგებს, ეს აქტები იყო ჰამასის საგარეო პოლიტიკის ნაწილი ისრაელის შემთხვევაში და ეს არ არის მისაღები ამ ძალებისთვის. ისრაელმა გააფრთხილა ღაზას მოსახლეობა რომ ეს შეტევა სადაც დაიბომბა 800 მდე ადამიანი არის „ომი სისხლის ბოლო წვეთამდე“.

მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რაც წარმოადგენს კრემლის სტრატეგიას დაასუსტოს თბილისის ოფიციალური ხელმძღვანელობა, ამიტომ თუ საქართველო მიაღწევს იმას რომ ხელმეორედ დაამყაროს თავისი სუვერენიტეტი, ამშემთხვევაში სამხრეთ ოსეთზე, რუსეთისათვის  იქნება  ოპოზიციური ქმედება, ეს კი მოსკოვისათვის დიდი წარუმატებლობა იქნება ამ რეგიონში და უფრო გაამხნევებს სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და აზერბაიჯანი. ეს დამარცხება ქართველებისათვის იყო სიგნალი სააკაშვილის მმართველობის დამხობისა და საქართველოსთვის, რომელიც ცდილობდა გამხდარიყო თანამედროვე დასავლური სახელმწიფო, უკან დახევისა. ამგვარად ეს კონფლიქტი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთისა და დასავლეთის დაძებულ ურთიერთობებს.

ჩვენ ვხედავთ ეს ორი ნაცია როგორ ცდილობს გამოიყენონ თავიანთი სამხედრო სიძლიერე რათა მიაღწიონ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს, პატარა ქვეყნების ნაციონალური ინტერესების უცერემონიოდ იგნორირებით.

დისკუსიას უძღვებიან შალვა ურიადმყოფელი და მაია გულედანი