ფონდი

გელათი 2011

შემოგვიერთდით
უთხარი არა ინფორმაციულ ომს!!!


Ulti Clocks content
ონლაინ ლექციები

1სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტი

„იცოდე ინფორმაციული სამართალი“ - ორგანიზებულია გელათის მეცნიერებათა აკადემიის მიერ. პროექტი დაეხმარება როგორც სტუდენტებს,  ასევე ყველას, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციული საუკუნის გამოწვევებით,  აიმაღლებს ცოდნას და ჩაერთვება დიალოგში: _ “უთხარი არა ინფორმაციულ ომს!”.

ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით გთავაზობთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარიმ ცაცანაშვილის ლექციების კურსს “ინფორმაციულ სამართალში”. პროგრამას თან ახლავს სლაიდები და კითხვები თვითშეფასებისათვის, რომელთა პასუხების მიხედვით შეიძლება მიიღოთ ავტომატური შეფასება (ქულათა ჯამი).

დაინტერესებულ პირებს ონლაინ რეჟიმში შევთავაზებთ დისტანციურ ლექციებს.

ყველა მსურველს პირადად შეუძლია გაესაუბროს ონლაინ-ლექციის ავტორს, როგორც ინტერნეტით, ასევე პირადად, სტუმრად გელათის მეცნიერებათა აკადემიაში.

ონლაინ ლექციებში მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს ნათია შეყილაძეს ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ).