|
2011 წლის 21 დეკემბერს “coffee time”-ში მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის ახალგაზრდულ ინიციატივათა კლუბმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე; “ქართული თექის წარმოების ტექნოლოგია-არამატერიალურიკულტურული მემკვიდრეობა”
|
|
2011 წლის 11 ოქტომბერს მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: “ქალები დემოკრატიული არჩევნებისათვის” დისკუსიის მოდერატორი: მარიამ ცაცანაშვილი –მდგრადი განვითარების საერთშორისო ფონდის პრეზიდენტი
დაწვრილებით... |
|
იწყება ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის „გელათი 2011“ მონაწილეთა რეგისტრაცია.
გისურვებთ წარმატებებს !!! პროექტის ხელმძღვანელი: |
|
ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად მიჩნეულია ალტერნატიული ენერგეტიკის პრობლემა. „სუფთა“ ენერგეტიკის განვითარებისათვის აუცილებელი პრობლემების გადაწყვეტა ხელს შეუწყობს დიდი ქალაქების საჰაერო აუზების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან დაკავშირებით არჩეულ იქნა პროექტი, რომელიც გულისხმობს მზის ენერგიის გამოყენებით წყალბადის მიღებას წყლიდან. არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს მდინარეების, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო მდინარეების აუზების სისუფთავე. ფონდის მოღვაწეობის ამ სფეროში არჩეულია პროექტი, რომლის მიხედვით შესრულდება ტრანსსასაზღვრო მდინარეების წყლების დაბინძურების ხარისხის დადგენა. დაწვრილებით... |
|
უძველესი შემონახული წერილობითი ცნობა ქართლის ქრისტინობაზე მოქცევის შესახებ მოგვეპოვება რომაელი ავტორის ტირანიუს რუფინის „ეკლესიის ისტორიის“ მე–10 წიგნში, ანუ ევსევი კესარიელის ამავე სახელწოდების დღესდღეობით დაკარგული ნაშრომის გაგრძე–ლებაში. 402 წელს აკვილეის (იტალია) არქიეპისკოპოსის ხრომატიუსის (388–407) წინადადე–ბით რუფინი შეუდგა ამ ნაშრომის ლათინურ თარგმანს. თვით რუფინის სიტყვებით, „ფრიად ნასწავლი კაცის ევსევი კესარიელის ეს ნაშრომი ბერძნულ ენაზე იყო შესრულებული... რადგანაც მისი მე–10 წიგნი ძალიან მცირე ისტორიას შეიცავდა, ჩვენ ამოვაგდეთ ის, რაც ზედმეტად მიგვაჩნია, და ისტორია, რომელიც იყო მასში, მე–9 წიგნს შევუერთეთ. მე–10 და მე–11 წიგნები კი ჩვენ შევადგინეთ იმის საფუძველზე, რაც წინამდებარე (ევსევის – კ.ლ.) ნაშრომიდან გამომდინარეობდა, ნაწილობრივად კი იმის მიხედვით, რაც ჩვენ გვახსოვდა. ჩვენი ორი მოკლე წიგნი კონსტანტინე დიდისაგან იმპერატორ თეოდოსის სიკვდილამდე პერიოდს მოიცავს„ (Rufunus 1979, Introduction: X). დაწვრილებით... |
|
მიზნობრივი ჯგუფი: ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, ასევე ნებისმიერი მსმენელი ვისაც აქვს სურვილი სიღრმისეულად შეისწავლოს სამეცნიერო ნაშრომების შედგენის მეთოდიკა. ჯგუფი შედგება ფაკულტეტების მიხედვით როგორც საბუნებისმეტყველო ისე ჰუმანიტარული კუთხით. დაწვრილებით... |
|
არასამთავრობო ორგანიზაციები „ქალები საუნივერისტეტო განათლებით“ და „მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი“ უერთდებიან 17-19 სექტემბრის გლობალურ აქციას: „მოქალაქეთა ხმა სიღატაკის წინააღმდეგ“, რომელიც ეძღვნება გაეროს 20-22 სექტემბრის სახელმწიფო მეთაურთა სამიტს. დაწვრილებით... |
|
ქეთევან ჰაგერი: ბატონო ედუარდ, თქვენ, ჩვენი დროის ერთ-ერთ მტკიცე და გამოცდილ პოლიტიკოსად მიგიჩნევენ. ხშირად გიწევდათ პოლიტიკური არენის დატოვება და შემდეგ დაბრუნება. თქვენი აზრით, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ამგვარი ფონდის არსებობა საქართველოში გლობალიზაციის პირობებში? ედუარდ შევარდნაძე: დღევანდელი მსოფლიო ახალი ფასეულობების მოძიებისა და დამკვიდრების პროცესშია. ტერმინი „გლობალიზაცია“ გამოხატავს ამ ახალი პრინციპების ერთობლიობას და კაცობრიობისაგან გამოწვევებზე შესაბამისი ტიპის ცნობიერებით პასუხს მოითხოვს. როგორი პასუხიც გვექნება ამ მოთხოვნებზე, ისეთი იქნება ჩვენი ადგილი მომავალი მსოფლიოს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ყოველგვარი მცდელობა თავი ავარიდოთ გლობალიზაციის პრინციპებს იმ საბაბით, რომ ვეწინააღმდეგებით ამ იდეას პროტესტის ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით (მაგალითად ეროვნული ნიშნით) განწირულია დამარცხებისათვის. გლობალიზაცია უალტერნატივო ხასიათისაა. ის არ სვამს კითხვებს. გლობალიზაცია შემოდის ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, ყოველი ერის არსებობაში და გვიტოვებს ერთადერთ გზას საკუთარი ეგზისტენციისა და მეობის გამოსახატავად - მოვერგოთ ამ უნივერსალურ პრინციპს, თუ გვსურს თავის გადარჩენა. დაწვრილებით... |
|
ქეთევან ჰაგერი: რა იდეოლოგიას ეფუძნება ფონდის მუშაობა? მარიამ ცაცანაშვილი: მდგრადი განვითარების იდეას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მისი დანერგვის აუცილებლობა უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. „კაცობრიობას ძალუძს მდგრადი გახადოს საკუთარი განვითარება და უზრუნველყოს თანამედროვეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება მომავალი თაობებისათვის მსგავსი შესაძლებლობების წართმევის გარეშე“ - 1987 წელს გაეროს გარემოს დაცვის მსოფლიო კომისიის თავმჯდომარის გ.ხ. ბრუნტლანდის ამ სიტყვებით ჩაეყარა საფუძველი მდგრადი განვითარების იდეას. 1992 წელს შეიქმნა, მშვიდობის პრინციპების მორალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი, რომელსაც მაშინ მსოფლიოს 179 ქვეყანამ მოაწერა ხელი. შემდეგ იყო 1994 წლის ოლბორგის ქარტია ევროპის ქალაქები მდგრადი განვითარებისათვის და სხვა. თუმცა ფაქტია, რომ დღეს კაცობრიობის გადარჩენის ეს იდეა საფრთხეშია. ამის მიზეზი ისაა, რომ მდგრადი განვითარების რეალობასთან ადაპტაციის სისტემა არასრულფასოვანია, ე.ი. მდგრადი განვითარების კულტურა დღემდე ვერ დაინერგა. შეადარეთ ერთმანეთს ცალკეული სახელმწიფოების კულტურული მახასიათებლის განვითარება და სამხედრო შესაძლებლობები - ერთის მხრივ, საერთო ეკონომიკურ განვითარებაში ეროვნულ თავისებურებები და გეოპოლიტიკურ ინტერესები – მეორეს მხრივ, და ნათელი გახდება, რომ მსოფლიო გადარჩენის იდეა ახალი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და მდგრადი განვითარების კულტურის სწრაფ დანერგვაშია. დაწვრილებით... |
















