საქართველოში დაფუძნდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი
| მდგრადი განვითარების ფონდის მნიშვნელობაზე საუბრობს ფონდის დირექტორი მარიამ ცაცანაშვილი | ![]() |
| ახალ ინიციატივაზე საუბრობს საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე | ![]() |
|
ჟურნალ „ინფორმაცია და საზოგადოების“ რედაქციის ინციატივით ჩატარდა დისკუსია თემაზე: განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. დისკუსიის მიზანია გამოავლინოს საქართველოს სამეცნიერო-პრაქტიკული შესაძლებლობები და ჩაერთოს მსოფლიო პროცასში იდეით: „საქართველო სუფთა ენერგეტიკით“. დაწვრილებით... |
|||
|
„გელათი 2010“
ერთად დავიცვათ შემოქმედების თავისუფლება გელათის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით იწყება ყოველწლიური ღონისძიებების ციკლი: - „მეცნიერებისა და კულტურის დღეები საქართველოში“. „ახალი მსოფლიო და ჩვენ“ გელათი 2010-ს ღონისძიებები:
ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვები. დაწვრილებით... |
|||
|
ჰაკერების პოლიტიზაციამ კიბერსივრცე ბოლო ათი წლის განმავლობაში პოლიტიკურ სიტუაციებზე გავლენის საშუალებად აქცია. კიბერშეტევებით მიყენებული ზარალი ასტრონომიულ ციფრებს აღწევს, ინფორმაციის მავნე ზეგავლენით მიღებული შედეგები კი შეუფასებელია. კიბერომებს პატარა და დიდი სახელმწიფოები არ ჰყავს. შედეგს ყველა თანაბრად მივიღებთ ჩვენ არ გვინდა კიბერკატასტროფა. ჩვენ გვინდა ინფორმაციული საზოგადოების კულტურული განვითარება. პროექტის მიზანია სხვადასხვა ერების და ხალხების გაერთიანება კიბერმშვიდობისათვის მსოფლიოში. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ:
თქვენთვის საინტერესო საკითხებზე დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს შალვა ურიადმყოფელს (shako@informsoc.org) დაწვრილებით... |
|||
პირველი ტომი, „ეკოლოგიური პრობლემებისა“ გამოიცა 10 წლის წინათ. ამ დროის განმავლობაში დიდი ცვლილებები მოხდა სამყაროში, როგორც სულიერ, ასევე მატერიალურ სივრცეში. ამ ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა სულიერისა და მატერიალურის უწყვეტი კავშირი: რაც უფრო ღრმა სოციო–ეკონომიკური გამიჯვნები ხდება პოსტსაბჭოურ სივრცეში,მით უფრო ღრმა ურთიერთკავშირები იკვეთება ერთიან საარსებო გარემოში,იდენტური ეკოლოგიური პრობლემების ფონზე. დაწვრილებით... |
|||
|
|||
|
საყოველთაოდ ცნობილი მოსაზრება, რომ მასმედია საზოგადოების ”თვალსა და ყურს წარმოადგენს”, დღეს უკვე ეჭვის ქვეშ დგას. შეუძლია კი მასმედიას, როგორც “მოდარაჯე ძაღლს” დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი? თუ იგი ცალსახადაა ჩართული მარათონში, რომ პოლიტიკურ მოთამაშეთა ერთი ნაწილი “შეშლილად” გამოაცხადოს, შემდეგ კი საკუთარი ძალადობის გასამართლებლად ამ განაცხადის ექსტრაპოლარიზებით მთელი ნაციისაგან შექმნას მტრის ხატი ისე, რომ შედეგები არც კი გაითვალისწინოს. მეორე ნაწილი კი, როგორც “ანგელოზები” ისე წარმიაჩინოს. |
|||
|
გელათის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით 2007 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ღონისძიებას, მეცნიერებისა და კულტურის დღეები საქართველოში. მიმდინარე ღონისძიების მნიშვნელობა აღნიშნეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართვეოლოს პატრიარქმა 2009 წლის 6 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე. „გელათი 2009”-ის ფარგლებში ჩატარებულ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კომპერენციაზე გამარჯვებულებს და მონაწილეებს გადაეცათ გელათის მეცნიერებათა აკადემიის მედლები და სერთიფიკატები. ამავე ღონისძიებაზე ახალგაზრდული ორგანიზაცია “კულტურული ინტეგრაციის ცენტრის” დამფუძნებლებს და ხელის ჩრდილების სახელმწიფო აკადემიის თეატრის (ბუდრუგანა) სტუდენტებს მიენიჭათ გელათის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მაგისტრის წოდებები. დაწვრილებით... |
|||
|
ელექტრონული ჟურნალი "ინფორმაცია და საზოგადოება" სამეცნიერო ხასიათისაა. ჟურნალი გამოაქვეყნებს ისეთ კვლევებს, რომლებიც დაეხმარება ადამიანს 21-ე საუკუნის ახლი გამოწვევების გააზრებასა და ინფორმაციულ საზოგადოებასთან ადაპტაციაში. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ილუზია, რომ ჟურნალი საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგომ ყველა თეორიულ ან პრაქტიკულ პრობლემას მოხსნის. ამ ახალი ფორმატით მისი არსებობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს მწვავე იდეების გარშემო ოპერატიულად უზრუნველყონ სამეცნიერო დიალოგი. კავკასია გეოგრაფიული მასშტაბებით არც თუ ისე დიდი რეგიონია, მაგრამ პლანეტარული მნიშვნელობა აქვს მსოფლიო უსაფრთხოებისათვის. როგორც ა. აინშტაინი იტყოდა – მეცნიერები ჭეშმარიტების ძიებისას მეომრებთან ანგარიშვალდებულნი არ არიან. მეცნიერებაში ღირებული მოულოდნელი შედეგია. იმეგობრეთ ჟურნალთან და თქვენს ღირსებას ნამდვილად დაამშვენებს იდეა, რომ თქვენ „უთხარით არა ინფორმაციულ ომს!“ დაწვრილებით... |
|||
|
სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტი „იცოდე ინფორმაციული სამართალი“ - ორგანიზებულია გელათის მეცნიერებათა აკადემიის მიერ. პროექტი დაეხმარება როგორც სტუდენტებს, ასევე ყველას, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციული საუკუნის გამოწვევებით, აიმაღლებს ცოდნას და ჩაერთვება დიალოგში: _ “უთხარი არა ინფორმაციულ ომს!”. ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით გთავაზობთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარიმ ცაცანაშვილის ლექციების კურსს “ინფორმაციულ სამართალში”. პროგრამას თან ახლავს სლაიდები და კითხვები თვითშეფასებისათვის, რომელთა პასუხების მიხედვით შეიძლება მიიღოთ ავტომატური შეფასება (ქულათა ჯამი). დაინტერესებულ პირებს ონლაინ რეჟიმში შევთავაზებთ დისტანციურ ლექციებს. ყველა მსურველს პირადად შეუძლია გაესაუბროს ონლაინ-ლექციის ავტორს, როგორც ინტერნეტით, ასევე პირადად, სტუმრად გელათის მეცნიერებათა აკადემიაში. ონლაინ ლექციებში მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს ნათია შეყილაძეს (natia@informsoc.org). დაწვრილებით... |


















