Fund

Gelati 2011

Join us
Say no to informational war!


Ulti Clocks content
რას წარმოადგენს კანონი ადამიანისთვის Print E-mail
Journal - სამართალი
There are no translations available.

 
ანა ყურულიშვილი
177-ე სკოლა
 

სამართალი! ყურში გვხვდება სიტყვა “მართალი”, “ჭეშმარიტი”. ჭეშმარიტება კი ყოველი ადამიანისთვის სხვადასხვა ცნებას წარმოადგენს.ჭეშმარიტება იცვლება დროის, გარემოებების,შეხედულებების ზეგავლენით და ამრიგად, მუდმივად ერთი და იგივე იდეის მატარებელი ვერ იქნება.

საინტერესოა, რომ სულ რაღაც ათიოდე წლის წინ გამეფებული ქურდული კანონებისა, ხალხს პოლიციის  და სახელმწიფო კანონებზე მეტად სჯეროდათ. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ სამწუხაროდ სამართლიანობის დამყარების სახელმწიფო საშუალება პოლიცია, თავის საქმეში არაკომპეტენტური იყო.

უფრო მეტიც, თავად იყო კორუმპირებული და ყველაფერს შავი საქმიანობის წარმომადგენლები მართავდნენ. სამართალი ადამიანისთვის იმ შემთხვევაშია “ყველაზე სამართლიანი სამართალი სამართალთა” შორის, როცა საკუთარ თავს, სინდისსა თუ შელახულ თავმოყვარეობას დაიმშვიდებს და აღიდგენს ,და არა მაშინ, როცა უმაღლესი ადამიანური სამართლის თანამოზიარე გახდება. ძალიან ხშირად დამნაშავეს “ებევრება’’ სასჯელი დამდანაშაულებელს კი “ეცოტავებ”. ალბათ ესეც იყო ხალხის მიერ “ქურდული სამართლისა” ნდობისა და ცნობის მიზეზი.

დამყაჩაგებელს დაზარალებულები სხვა ქურდების შუამავლობით აგებინებდნენ პასუხს,ბოლოს და ბოლოს ნაქურდალის დაბრუნებას მაინც აიძულებნდენ,რისი გაკეთებაც მთავრობის ორგანოებს არ შეეძლოთ.

საბედნიეროდ, დღეს დღეისობით ძალიან დიდი პროგრესია ქურდული სამყაროს საზოგადოებაში ავტორიტეტისა და გავლენის აღმოფხვრაში, რაც უდაოდ ახალი მთავრობის დიდი ღვაწლია.

შემაჯამებელ სიტყვად შეიძლება ითქვას, რომ სამართალი და კანონი ძალიან რთულად შესაცნობი და აღსაწერელი აზრის მატარებელი სიტყვებია, და მათი გარჩევა ამოუწურავადაა შესაძლებელი.